"ჩემი ოჯახის საყვარელი დესერტია... უგემრიელესი გამოდის" - ტარტი ატმითა და არაჟნის მუსით
რეცეპტს გემრიელიას "ფეისბუქ" ჯგუფში მომზამრებელი ნინო ლომსაძე აზიარებს.
ინგრედიენტები
ინგრედიენტები
- კარაქი - 200 გ
- კვერცხი - 5 ცალი
- შაქარი - 2 ჭიქა
- ვანილი
- სოდა - 0.5 ჩკ
- არაჟანი - 300 გ
- სახამებელი - 2 სკ
მომზადების წესი
3 კვერცხის გულს დავუმატოთ ერთი ჭიქა შაქარი, ვანილი, კარაქი, სოდა, კარგად ავზილოთ და ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი, იმდენი რომ კარგად მოსაზელი სქელი მასა გამოვიდეს (მჭადების ცომივით). გავაკეთოთ ცომის დიდი ბურთი და ჩავაფინოთ ფორმაში (ნებისმიერ ფორმაში, თქვენი სურვილისამებრ), ძირში დავიწყოთ გაბრტყელება და ნელ-ნელა ამოვიყვანოთ გვერდებიც. ამასობაში გავამზადოთ გულსართი: ავთქვიფოთ დარჩენილი 2 კვერცხი დავუმატოთ ერთი ჭიქა შაქარი, 4 სკ სახამებელი და 300 მლ. არაჟანი. ფორმაში ჩაფენილ ცომს მოვალაგოთ ნებისმიერი ხილი, კენკრა, ან მურაბა და ჯემი- გემოვნების მიხედვით (მე ატამი დავჭერი და ცოტა სახამებელი მოვაფრქვიე, მასა დავაფინე ძირზე ტარტს) და მოვასხათ არაჟნის გულსართი, ზემოდანაც გავაფორმოთ თქვენი გემოვნებით (მე მოვაფრქვიე შაქრის პუდრი და დაფხვნილი ბეზე, მერე მოცხარითაც შევალამაზე). ვაცხობთ საშუალო ტემპერატურაზე, მობრაწვამდე. შიგთავსი ძალიან სველი არ უნდა იყოს. რომ ცივდება უფრო შეკრული მასა ხდება.
წყარო: gemrielia.ge