„გამოაცხო ჩემმა 11 წლის ბიჭმა და მომართვა ყავასთან...“ - უგემრიელესი შავი კექსი

19-10-2024
114
Aa

რეცეპტი: თეონა გარუჩავა

ინგრედიენტები

  • ინგრედიენტები

  • კაკაოს ფხვნილი - 1 ჭ
  • ფქვილი - 0.3 ჭ
  • მარილი - 0.5 ჩკ
  • გამაფხვიერებელი - 0.5 ჩკ
  • დარბილებული კარაქი - 200 გრ
  • შაქარი - 2 ჭ
  • კვერცხი - 4 ც
  • ვანილი - 1 ც
  • არაჟანი - 0.5 ჭ
  • წყალი - 3 სკ

მომზადების წესი

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე და მოუსვით ცხიმი 25 სმ ზომის კექსის საცხობ ფორმას.

პატარა თასში კაკაოს ფხვნილი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი გაცერით. დიდ თასში დარბილებული კარაქი და შაქარი ელექტრო მიქსერით ათქვიფეთ ფაფუკი მასის მიღებამდე. სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი და კარგად შეათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი.

პატარა თასში აურიეთ არაჟანი და წყალი. სხვა თასში ფქვილის ნაზავი და არაჟნის ნაზავი ერთად 5 ეტაპად ათქვიფეთ – დაიწყეთ და დაამთავრეთ ფქვილის ნაზავით. (ე.ი. 1/3 ფქვილის ნაზავი, შემდეგ ½ არაჟნის ნაზავი, შემდეგ 1/3 ფქვილის ნაზავი, შემდეგ დარჩენილი ½ არაჟნის ნაზავი და ბოლოს დარჩენილი 1/3 ფქვილის ნაზავი). დროდადრო თასის კიდეები კოვზით ჩაფხიკეთ, რომ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს კარგად შეერიოს.


ცომი წინასწარ გამზადებულ კექსის საცხობ ფორმაში გადაიტანეთ.

აცხვეთ 170 C-ზე, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. გამოიღეთ ღუმელიდან და ფორმაშივე ბოლომდე გააცივეთ.

როცა გაცივდება ნამცხვრის ლანგარზე გადმოიტანეთ და თავზე მოახეხეთ შავი შოკოლადი.


წყარო: gemrielia.ge


FACEBOOK კომენტარები