„სააღდგომო ბეკეკას“ უტყუარი რეცეპტია" - ტატიანას ცნობილი რეცეპტი

22-10-2024
3 614
Aa

„სააღდგომო ბეკეკას“ რეცეპტს დიასახლისები სოციალურ ქსელში ხშირად ითხოვენ. ამჯერად ტატიანა კვეკვესკირის რეცეპტს გიზიარებთ.


სააღდგომო ბეკეკა


ინგრედიენტები:

  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ კარაქი
  • 200 გრ შაქარი
  • 100 გრ არაჟანი
  • ვანილის ესენცია
  • 1 ც ფორთოხლის ცედრა
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • მწიკვი ილი
  • 250 გრ ფქვილი
  • 100 გრ ქიშმიში

ცხვება ღუმელში 180 გრადუსზე 45 წთ

მომზადება:

თასში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი, გავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ კარაქი ოთახის ტემპერატურის, არაჟანი, ვანილის ესენცია და კარგად გავთქვიფოთ.შემდეგ ვუმატებთ ფორთოხლის ცედრას, კარდამონს იგივე ილი. ჩავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი და ბოლოს ქიშმიში. მასას ვათავსებთ გამოსაცხობ ფორმაში და ვაცხობთ ღუმელში 180 გრადუსზე 35-40 წთ. გამზადებული ბეკეკა გავაფორმოთ.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული