„ჩემს ოჯახში გიჟდებიან ამ კერძზე და ძალიან ხშირად ვამზადებ“ - თევზი ლიმონისა და სტაფილოს სოუსში

09-11-2024
113
Aa

  • ინგრედიენტები

  • თევზი (სკატი, კამბალა ან სხვა მსგავსი ტიპის თევზი) - 800 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ლიმონი - 2 ცალი
  • შაქარი - 3 ჩკ
  • ფქვილი - 2 ჩკ
  • კარაქი - 1 კ
  • ლიმონის წვენი - 200 მლ
  • ზეთი
  • პილპილი
  • მარილი
  • პიტნის ფოთლები
  • ოხრახუში

მომზადების წესი

თევზი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მაღალ ცეცხლზე ზეთში შევწვათ, შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდზე დასაწრეტად. ამასობაში მოვამზადოთ სოუსი. სტაფილო და ხახვი წვრილად დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ 1-2 წუთი, დავაყაროთ ფქვილი და მოვურიოთ. დავასხათ ლიმონის წვენი, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ლიმონი და წამოვადუღოთ. შევანელოთ მარილით, პილპილით და შაქრით. თევზი ამოვიღოთ თეფშზე, მოვასხათ სოუსი და გავაფორმოთ მწვანილით.

FACEBOOK კომენტარები