"გიზიარებთ ბებიის ნასწავლ გოზინაყის განსხვავებულ რეცეპტს... წლებია ასე ვაკეთებ და სასწაული გამოდის" "გიზიარებთ ბებიის ნასწავლ გოზინაყის განსხვავებულ რეცეპტს... წლებია ასე ვაკეთებ და სასწაული გამოდის" » დროული ინფორმაცია "გიზიარებთ ბებიის ნასწავლ გოზინაყის განსხვავებულ რეცეპტს... წლებია ასე ვაკეთებ და სასწაული გამოდის"

"გიზიარებთ ბებიის ნასწავლ გოზინაყის განსხვავებულ რეცეპტს... წლებია ასე ვაკეთებ და სასწაული გამოდის"

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
25-11-2024
6 909
Aa

რეცეპტს გემრიელიას "ფესიბუქ" ჯგუფში მომხარებელი თამუნა ლაგაზაური აზიარებს.

ინგრედიენტები

  • ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 600 გ
  • თაფლი - 200 გ
  • შაქარი - 2 სკ

მომზადების წესი

პირველ რიგში დაგჭირდებათ სქელძირიანი ტაფა დაფა ან პერგამენტის ქაღალდი, რაზეც გაათხელებთ. თაფლს მე ვიყენებ ნატურალურს, არ ვურევ მაღაზიაში ნაყიდ თაფლს და პროპორციით 3/1თან. ანუ თუ 300 გრამი ნიგოზი გაქვთ 100 გ თაფლი იქნება საჭირო. ნიგოზი დაჭერით, მოხალეთ ტაფაზე, გადმოიღეთ. იგივე ტაფაზე დაასხით თაფლი და 2-3ჯერ მიიყვანეთ ადუღებამდე და გააგრილეთ. მეორედ გაგრილების შემდეგ დაუმატეთ შაქარი, გაადნეთ შაქარი ბოლომდე და შემდეგ დაუმატეთ ნიგოზი. კარგად ამოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი. გასათხელებელი ზედაპირი დაასველეთ წყლით, გასათხელებელი ჯოხიც სველი უნდა იყოს. გადაიტანეთ გოზინაყი პერგამენტზე და გაათხელეთ, 3-4მმ სისქეზე, უფრო მარტივი იქნება დასაჭრელად. ცოტათი შეგრილდეს და მალევე დაჭერით, თბილის დაჭრა მარტივია, გამაგრებული გოზინაყი რთული დასაჭრელია. მე მოვითხოვე გოზინაყი და სველი, ხელთათმანიანი ხელით მივეცი ბურთის ფორმები.


წყარო: gemrielia.ge


FACEBOOK კომენტარები