"ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება..." - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე?
თუ პირდაპირი გაგებით ვიხილავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან დაცინვის გარდა არაფერი მოჰყვება, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი ვარაუდით, სალომე ზურაბიშვილი და მისი მრჩეველი მსგავს ნაბიჯს არ გადადგამენ.
„ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული. არ ვიცი, საზოგადოებას გვექნება თუ არა იმისი შესაძლებლობა, რომ პირველად ვნახოთ ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ „ვიღაც თავის სკამს ჩაებღაუჭა“. თუ პირდაპირი გაგებით ვნახავთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელებით ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას ქართული საზოგადოებისგან გარდა დაცინვისა, არაფერი მოჰყვება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ან ქალბატონი სალომე და ან მისი მრჩეველი. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სახელმწიფოს წინ რადიკალური ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.