"მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში..." - რას წერს გია ხუხაშვილი? "მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში..." - რას წერს გია ხუხაშვილი? » დროული ინფორმაცია "მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

"მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

12-01-2025
805
Aa

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს სტატუსს აქვეყნებს:


"სრულიად ცხადია, რომ ბიძინა შეგნებულად და მეთოდურად ხერგავს და წვავს ცივილიზებული სამყაროსკენ მიმავალ გზებს და ხიდებს.

შესაბამისად, მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო გახდება რეგიონალური მოთამაშეების - რუსეთის, თურქეთის და ირანის საჯიჯგნი ტერიტორია, რუსეთის უპირობო დომინაციით. ამ სამ ქვეყანას შორის ასეთი კულისური შეთანხმება უკვე არსებობს “3+3” ფორმატის სახით.

არანაირ ყალბ სუვერენიტეტზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ არის, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ ტიპის ძალადობრივი რეჟიმის სტაბილურობის შენარჩუნებას, რასაც ბიძინა აშენებს, სჭირდება უზარმაზარი რესურსები, რაც საქართველოს არ გააჩნია.

ამ მიზნით, საერთო შეთანხმებით, რუსეთს ამ ეტაპზე შემოჰყავს კიდევ ერთი მოთამაშე - ჩინეთი, რომლის ხელითაც უნდა შეიქმნას ერთგვარი სტაბილიზაციის ფონდი, სისტემის სავარაუდო ჩამოშლის პრევენციისთვის. კობახიძის გახშირებული ვიზიტები ბოლო დროს ჩინეთის საელჩოში არ იყო რიგითი მოვლენები.

ჩინეთის გააქტიურებით, რუსეთი საკუთარი ინტერესის დაფარვის გარდა, რაც განპირობებულია ქართული საზოგადოების მიუღებლობით მის მიმართ, მიზნად ისახავს აშშ-სგან საქართველოს საბოლოოდ მოკვეთას, რადგან ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ტრამპისთვის ჩინეთის სადმე გამოჩენა “წითელი ნაჭრის” აფრიალების ტოლფასია.

ეს არის უახლოესი ერთი-ორი წლის სავარაუდო გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი უკვე ღიად დაიწყებს საქართველოში საკუთარი დომინანტური ინტერესის გამოჩენას.

ასეთია პერსპექტივა, რომლის განხორციელებას მხოლოდ ქართული საზოგადოების უკომპრომისო ბრძოლას შეუძლია შეუშალოს ხელი, ცივილიზებული სამყაროს აქტიური მხარდაჭერით. - წერს გია ხუხაშვილი."

FACEBOOK კომენტარები