საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს » დროული ინფორმაცია საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
23-04-2026
741
Aa

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა.ყურადღება

გამახვილდა თავდაცვის სფეროში ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. იმსჯელეს ერთობლივ მნიშვნელოვან პროექტებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობა წარმატებით ვითარდება ორმხრივი

თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში.საუბარი შეეხო რეგიონის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო პროცესებში. პრემიერი-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას.

FACEBOOK კომენტარები