შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?!...ახლახან გავრცელდა ინფორმაცია შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?!...ახლახან გავრცელდა ინფორმაცია » დროული ინფორმაცია შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?!...ახლახან გავრცელდა ინფორმაცია

შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?!...ახლახან გავრცელდა ინფორმაცია

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 25s
15-05-2026
913
Aa

“შეწყალება არის ჰუმანური აქტი და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. მცდელობა, რომ ამ რეზოლუციაში მოხვედრილიყო ირაკლი ღარიბაშვილის გვარი, უკავშირდება მათი მხრიდან თითქოს ობიექტურობის გარსის შექმნას, რომ აი, ჩვენ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კი არ მოვიხსენიებთ პოლიტპატიმრებად, აგერ, მოვიხსენიებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი ტყუილია, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში. თავად აღიარა ის დანაშაული, რასაც მას ედავებოდა პროკურატურა და ასჯელს იხდის. ნიკა მელია, აგერ, ღირსეულად იხდის. გაგიკვირდებათ და გვარამიამაც კი ღირსეულად მოიხადა სასჯელი – არ უგინია და ცრემლები არ უღვრია. ასე რომ, ეს ღირსების საკითხია.ნებისმიერი პატიმარი იმსახურებს შეწყალებას”, – ამბობს ბოჟაძე.

ლევან მაჭავარიანი კი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოპოზიციამ დაუწერა. მისი მტკიცებით, ოპონენტებს სურდათ, ღრაიბაშვილის სახელით ესპეკულირად.

“ჩვენ ვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის განცხადება, სადაც მას მითითებული აქვს, რომ ბინძურად გარიეს ეს ყველაფერი რეზოლუციაში და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქაურმა რადიკალებმა მიწოდეს ევროპარლამენტს დაწერილი ტექსტი, როგორც ესხდება ხოლმე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის საკითხიც უნდოდათ, რომ სპეკულაცია გამხდარიყო.ვიცით, რომ მან ბრალი აღიარა, თავიდან ბოლომდე ითანამშრომლა გამოძიებასთან და შესაბამსიად, ახლა იხდის სასჯელს”, – ამბობს მაჭავრიანი.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული