"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია..." - გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს "სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია..." - გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს » დროული ინფორმაცია "სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია..." - გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია..." - გია ხუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
07-06-2026
1 830
Aa

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი სერიოზული მიზეზი აქვს:

1. თუ ფაშინიანი იმარჯვებს და სომხეთში ომი არ დაიწყო, მიუხედავად მისი ღირსებით სავსე, უკომპრომისო დამოკიდებულებისა რუსეთთან მიმართებაში, მაშინ ინგრევა მთელი ქოცური პროპაგანდა “მეორე ფრონტთან” და “გარდაუვალ ომთან” დაკავშირებით.

ყველა ლატენტურ ქოცს გაუჩნდება კითხვა - თუ ეს შესაძლებელი იყო, რატომ ვიქცეოდით ასე სამარცხვინოდ, რამაც ლამის ცივილიზებული სამყაროდან იზოლაციამდე მიგვიყვანა?

2. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სომხეთის დასჯას. ეს კი მხოლოდ საქართველოს გავლით და მისი დახმარებით შეუძლია. აი აქ კი ყველაფერი ცხადი გახდება, რასაც ასე გულმოდგინედ მალავს ხელისუფალი და რისი გამჟღავნებაც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ორ სკამზე ჯდომის იმიტაციურ თამაშებს." - წერს გია ხუხაშვილი.

FACEBOOK კომენტარები