სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
"რას ჰქვია ვღა­და­ობ? არ არის აქ სა­ღა­დაო, ნა­ნუ­კა?" "ნიკა, დამშვიდდი.არ გიხდება ეს როლი" - რის გამო დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმენეთს? "რას ჰქვია ვღა­და­ობ? არ არის აქ სა­ღა­დაო, ნა­ნუ­კა?" "ნიკა, დამშვიდდი.არ გიხდება ეს როლი" - რის გამო დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმენეთს? » დროული ინფორმაცია "რას ჰქვია ვღა­და­ობ? არ არის აქ სა­ღა­დაო, ნა­ნუ­კა?" "ნიკა, დამშვიდდი.არ გიხდება ეს როლი" - რის გამო დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმენეთს?

"რას ჰქვია ვღა­და­ობ? არ არის აქ სა­ღა­დაო, ნა­ნუ­კა?" "ნიკა, დამშვიდდი.არ გიხდება ეს როლი" - რის გამო დაუპირისპირდნენ ნიკა გვარამია და ნანუკა ჟორჟოლიანი ერთმენეთს?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
17-07-2026
839
Aa

დღეს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ასე­ვე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი პო­ლი­ტი­კო­სის, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას ჯან­მრთე­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, ზო­დე­ლა­ვამ სა­კან­ში ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა ინ­სულ­ტი და ის კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

“ჩვე­ნი თა­ნა­მებ­რძო­ლი და უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს “ვი­ვა­მედ­ში" ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო - გა­ირ­კვა, რომ მან ჩემს გვერ­დით სა­კან­ში, ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა ინ­სულ­ტი”, - წერ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი.აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ზო­დე­ლა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში".

"მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვა "ვი­ვა­მედ­ში“ შე­მო­სუ­ლია თავ­ბრუს ხვე­ვით, ინ­სულტზე არ არის სა­უ­ბა­რი - გა­დის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია" - თქვა „ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან".

მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი, ნიკა გვა­რა­მია წერს:

"გუ­შინ ვი­ყა­ვი მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას­თან შე­სუ­ლი ვი­ვა­მედ­ში. ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, მისი მეჯ­ვა­რე ვარ და შვი­ლის ნათ­ლია. რამე გან­ცხა­დე­ბა სა­ჭი­რო რომ ყო­ფი­ლი­ყო, გა­ა­კე­თებ­და ოჯა­ხი სხვი­სი დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. კა­ცის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხი წყდე­ბა და არაა სა­ჭი­რო პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლის მი­კე­რე­ბა, თან მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე. მე­ტიც, ის თა­ვად კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია ამის, მათ შო­რის და პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ მისი ხან­დაზ­მუ­ლი მშობ­ლე­ბის­თვის ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა და სა­ჯა­რო წყა­რო­ე­ბით ამ­გვა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა მი­ზან­შე­უ­წონ­ლად მი­აჩ­ნია.მურ­თა­ზი თავს ნორ­მა­ლუ­რად გრძნობს. კლი­ნი­კა ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია მის მი­მართ და იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლურ კა­ლა­პოტ­ში წა­რი­მარ­თე­ბა პა­ცი­ენ­ტის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟღავ­ნე­ბის გა­რე­შე", - წერს გვა­რა­მია.

გვა­რა­მი­ას პოსტს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნია ასე­თი კო­მენ­ტა­რით გა­მო­ეხ­მა­უ­რა - "ღა­და­ობ? ეს რა პოს­ტია".

ნიკა გვა­რა­მია: "რას ჰქვია ვღა­და­ობ? არ არის აქ სა­ღა­დაო, ნა­ნუ­კა? მშობ­ლებს რომ ფე­ის­ბუ­ქით გა­ა­გე­ბი­ნებს ამ­ბავს, თან არა­ზუსტს, ეგაა სა­ღა­დაო? ან ოჯახს რომ არ უნდა და თა­ვად მურ­თაზს ამა­ზე ლა­პა­რა­კი და ყვე­ლას აგ­ვიკ­რძა­ლა, ეგაა სა­ღა­დაო? ეს რა კო­მენ­ტა­რია, თორე პოს­ტი ისაა, რაც მურ­თაზ­მა და მის­მა ოჯახ­მა ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ, რომ და­მე­წე­რა.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნიკა, დამშვიდდი.არ გიხდება ეს როლი. პატიმრებზე ბევრჯერ დაგვიწერია სტატუსი შეუთანხმებლად, მარტივი მიზეზის გამო, როცა ასეთ ამბავს იგებ, საჯაროობა მისი დაცვის მექანიზმია. ამიტომ პირველი რასაც აკეთებ წერ.მურთაზი ჩემი მეგობარია, ბავშვის ნათლიაა…. ახლობლობას ვატოლებთ? სულ არ არაფერი იყოს იგივე რეაქცია არ გექნებოდა?უკაცრავად სხვა საკანში მყოფმა პატიმარმა იმდენი რომ არ იცის, რამდენიც ადვოკატმა. პასუხის გაცემა

ნიკა გვარამია: როლი არაა ეს, ნანუკა, ადამიანის დავალებაა და მარტივად შეიძლება მისთვის ანგარიშის გაწევა. სხვა საკანში მყოფმა პატიმარმა ეს საერთოდ საიდან იცის, რაც დაწერა? ვიღაცამ შეუტანა ეს ამბავი და უკან გამოიტანა ეს ნაწერი, არა? და იმის მაგივრად, არკვევდეთ, ფბზე როგორ მოხვდა ეს ტექსტი ოჯახმთან შეუთანხმებლად და გადაუმოწმებლად, მე რა მიხდება და რა არა, იმას არკვევთ? საღი აზრი ხომ არსებობს მართლა და მართლა

ნანუკა ჟორჟოლიანი: რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ საკანში მყოფს რომ გაგეგო ვინმე გვერდით ცუდადაა, პირველი რეაქცია საჯაროობა იქნებოდა და არ გესწავლება შენ, ოთხი კედელი როგორ ამძაფრებს ემოციებს.არასოდეს დამიწერია შენს სტატუსზე კომენტარი. ბევრ ფაქტორს ვუფრთხილდები მაგრამ ეს საჯარო დატუქსვა ნამეტანი იყო.

ნიკა გვარამია: ტყუილია, მაგის გაგება შეუძლებელია გვერდით საკანში. ინსულტს კი არა, რომ გადაიყვანენ, მაგასაც ვერ გაიგებ მაღალი ალბათობით. არც პირველი რეაქციაა - სამი დღის წინანდელი ამბავია. საჯაროობის მიზეზით მე შეიძლება დავწერო ნაჩქარევად რამე გარეთ მყოფმა, პატიმარი მაგას ვერ იზამს, ინტერნეტი და კომპი არ აქვს ციხეში. საჯარო დატუქსვა არაფერ შუაშია და არც საქმე არაა ისეთი მარტივი და უპრობლემო, რომ ანგარიში არ გაეწიოს ვითარებას. დეტალები დგას ამ ყველაფრის მიღმა და სხვადასხვა საჭიროებები პატიმრის, რაც შეიძლება უბრალოდ გადაგვეკეტოს. და ვისთვის რა არი ამოცანა და დაცვის ღირსი ინტერესი, ერთია. ოღონდ გადამწყვეტი ისაა, რომ იმ კაცს და ოჯახს ჯანმრთელობის და გადარჩენის ინტერესი აქვთ. და არ მგონია ამ საკითხზე ვინმეს აზრი მნიშვნელოვანი იყოს, შენის და ჩემის ჩათვლით. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, 80 წლის მშობლებს რა რეაქცია ქონდათ, არაა ჩემი საქმე ამაზე ლაპარაკი.





FACEBOOK კომენტარები