"შემიძლია, აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ..." - მამუკა მდინარაძის პირველი კომენტარი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე
"მოდი, მე მის მიზნებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე გადასვლა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყოს, არის და იქნება. თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ამისთვის მზად არ ხარ, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული



