"გეტყვით, რა მოხდა..." - თამარ ჩერგოლეიშვილი
პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეს ეხმაურება.
"გეტყვით რა მოხდა.
რაზმაძის დატუქსვა უნდოდათ.
იპოვა სქროლვის უწყების რომელიღაც გონებასუსტმა სალდაფონმა “უზდელური” სიტყვა, ოღონდ იმას აღარ შეხედა, ვის მიემართებოდა და რას გამოიწვევდა.
ასრიალდნენ.
ახლა ნახევარ ქართულ ფბ-ს მარგარიტა სიმონიანი ყავს აგდებული და მკვდარ-ცოცხალი ამოტრიალებული, და რეჟიმი
თავს იმართლებს, პრემიერს შეაგინაო" - წერს ჩერგოლეიშივლი.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან



