6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცოდით
6 რამ, რაც შვილს მხოლოდ მამისგან გადაეცემა და ამის შესახებ, შესაძლოა, არ იცოდით:
1. გენეტიკა - 2015 წელს გენეტიკის ბუნების შესასწავლად ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა გამოავლინეს,რომ მამის გენები უფრო ძლიერია, ვიდრე დედის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, DNA შედგება ჩვენი მშობლების გენებისგან, თუმცა უფრო მეტად მამის გენები ვითარდება.
2. გენი, რომელიც Y ქრომოსომას უკავშირდება - ბავშვი ორივე მშობლის ქრომოსომების კომბინაციით ჩნდება, მაგრამ ქალს აქვს მხოლოდ X ქრომოსომები, ხოლო მამაკაცს X და Y ქრომოსომები. ეს იმას ნიშნავს, რომ გენს, რომელიც Yქრომოსომასთანაა დაკავშირებული, ადამიანი მხოლოდ მამისგან იღებს.
3. გულის დაავადებების რისკი - სამწუხაროდ, გენეტიკურად მხოლოდ გარეგნული, ვიზუალური მახასიათებლები არ გადადის მშობლებიდან შვილებზე. მხოლოდ მამის ნიკაპი, დედის ცხვირი, ან დიდი ბაბუის ცნობილი წითელი თმა კი არ გადმოდის გენეტიკურად, არამედ სხვადასხვა დაავადებებიც. მამიდან შვილზე გადადის გენეტიკურად გულის დაავადებისკენ მიდრეკილება.
4. ფსიქოლოგიური მდგომარეობა - თუ მამაკაცს აქვს მენტალური პრობლემები, აწუხებს შიზოფრენია, დიდია რისკი, რომ ეს დაავადება მის შვილებზე გადავა. საინტერესოა ის, რომ ეს ვლინდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასაკში შესული მამაკაცი ხდება მამა. თუ ახალგაზრდა მამაკაცს აწუხებს შიზოფრენია, დაავადება შვილზე არ გადადის.
5. მრუდი კბილები, ან კარგი და ჯანსაღი კბილები - კბილების თვალსაზრისით შვილზე უფრო მეტად აისახება მამის გენეტიკა, ვიდრე დედის.
6. მამისგან კი არ სწავლობს შვილი მზრუნველობას, არამედ ეს გენეტიკურად გადაეცემა მას - კვლევის თანახმად, შვილი ისეთივე მშობელია, როგორიც მისი მამა და ეს გენეტიკური კოდია, რომელიც შვილზე მამისგან გადადის.