მკვლელობამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება. ოჯახის მოთხოვნა ასეთია... - ადვოკატმა კესარია აბრამიძის ოჯახის პოზიცია გაასაჯაროვა

04-10-2024
1 342
Aa

ად­ვო­კა­ტი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნა­ხე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მოკ­ლუ­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ანს უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­დოს.

"არ­სე­ბო­ბენ მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ამ სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვამ­დე არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი მათ შო­რის, რისი მი­ზე­ზიც იყო კე­სა­რი­ას ორი­ენ­ტა­ცი­ა­ზე მი­თი­თე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან. ფაქ­ტია ერთი, რომ პირ­მა გა­ნიზ­რა­ხა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა, მკვლე­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნა და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი, ავი­და, სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნა მისი გან­ზრახ­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, გენ­დერუ­ლი შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით ადა­მი­ა­ნი გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს, გა­იქ­ცა, გა­და­მა­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­ა­ნად­გუ­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა - ტან­საც­მე­ლი და სცა­და და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ქვეყ­ნის სა­ზღვა­რი.

სად არის აქ ან აფექ­ტი, ან შე­უ­რა­ცხა­დო­ბა? ოჯა­ხი არც კი გა­ნი­ხი­ლავს ვა­დი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რის მი­მართ დად­გეს გა­მა­მა­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გა­ნი­სა­ზღვროს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დო აღ­კვე­თა", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 26 წლის ბექა ჯა­ი­ანს ფსი­ქი­ატ­რი­ულ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა და­ე­ნიშ­ნა

FACEBOOK კომენტარები