“შვილები როგორ უნდა გაიმეტო ამ სასჯელისთვის”- ტრაგედია საგარეჯოში, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა

21-11-2024
792
Aa

საგარეჯოში შემზარავი შემთხვევა მოხდა, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურებით აღინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ყოფილი ცოლი სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ქალი მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.


"როდემდე უნდა იხოცებოდნენ ქალები მოძალადე და ავადმყოფი კაცებისგან? კიდევ ერთი ოჯახი განადგურდა. დასაჯეთ ცოლის მკვლელი სამუდამო სასჯელით. ეს რა ტკივილია! როგორ უნდა გაიმეტო შვილები ამხელა ტრაგედიისთვის?" – წერენ საგარეჯოს ადგილობრივ ჯგუფებში.


შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 21 ნოემბერს გარდაიცვალა.


არსებული ცნობებით, კაცი, რომელიც ცოლზე ძალადობის ბრალდებით უკვე ნასამართლევი იყო, რამდენიმე წლის წინ საპატიმრო სავარაუდოდ ამნისტიის საფუძველზე დატოვა. როგორც ოჯახის წევრები და ახლობლები აღნიშნავენ, მამაკაცი პოლიციას თავად ჩაბარდა.

FACEBOOK კომენტარები