სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - ვინ დააკავა უწყებამ? საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - ვინ დააკავა უწყებამ? » დროული ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - ვინ დააკავა უწყებამ?

საგანგებო ბრიფინგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში - ვინ დააკავა უწყებამ?

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
25-07-2026
4 019
Aa

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულების აღსაკვეთად. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ლევან წაქაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჯერად სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულნი არიან შპს „სკაიფორტის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები - კ.კ. და კ.ა.

უწყებაში აცხადებენ, რომ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს ბინათმშენებლობის მონაწილეთა კუთვნილი თანხები, მოტყუებით დაეუფლნენ სხვის ქონებას და უკანონოდ ისარგებლეს დაყადაღებული ქონებით.



FACEBOOK კომენტარები