გარდაიცვალა სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული! - ვინ არის ახალგაზრდა, რომელსაც დიდი მწუხარებით ემშვიდობებიან?
თბილისის სასულიერო აკადემია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გარდაიცვალა სასწავლებლის კურსდამთავრებული ალექსანდრე კოპაძე:
„თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სასწავლებლის კურსდამთავრებულის, ალექსანდრე კოპაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს. პანაშვიდი: დღეს, 22 სექტემბერს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. მისამართი: თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა 34ა.
23 სექტემბერს, ორშაბათს, 16.00 საათზე, ახლად შესვენებულ ალექსანდრეს თბილისის ვარკეთილის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან გადაასვენებენ ქარელის რაიონის სოფელ დვანში. დაკრძალვა: სამშაბათს, 24 სექტემბერს, 14 საათზე ქარელის რაიონის სოფელ დვანში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.