„საოცარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო...“ - ​ცნობილია, ვინ არის საბურთალოზე მოკლული ახალგაზრდა

28-09-2024
1 876
Aa

მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. კონ­ფლიქ­ტი რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის და­ი­წყო და დაჭ­რით დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდას ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. 

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მოკ­ლუ­ლი 23 წლის გი­ორ­გი სა­ყუ­რაშ­ვი­ლია. ის გლ­დან­ში ცხოვ­რობ­და. ბი­ჭის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ის უკონ­ფლიქ­ტო და ძა­ლი­ან კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.

„ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ერთ-ერთ ინ­სტრუ­მენტზე უკ­რავ­და, მისი ბი­ნი­დან სულ მუ­სი­კის ხმა გა­მო­დი­ო­და. კარ­გი ოჯა­ხის შვი­ლი, გა­მარ­ჯო­ბას ვერ და­ას­წრებ­დი, უკონ­ფლიქ­ტო ადა­მი­ა­ნი იყო" - ჰყვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი. 

ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული