ტრაგედია ჩოხატაურში - ჯერ ბაბუა დაიღუპა, რამდენიმე დღეში კი შვილიშვილი მძიმე ავარიას ემსხვერპლა
შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ცნობით, ჩოხატაურში, ჟღენტების ოჯახში, ჯერ ბაბუა დაიღუპა, რამდენიმე დღეში კი შვილიშვილი მძიმე ავარიას ემსხვერპლა.
„ტრაგედია ჟღენტების ოჯახში გლოვობს ჩემი ჩოხატაური სოფელი სამება. 29 სექტემბერს ბაბუა გოდერძი ჟღენტი დაკრძალა.
1 ოქტომბერს კი შვილიშვილი თომა ჟღენტი უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა.
უსაზღვროდ მძიმე და ავის მომასწავლებელმა ზარმა ჩამოჰკრა ჟღენტების ოჯახში, სიკვდილმა არ დაგინდო სიცოცხლე მოწყურებული ახალგაზრდა, სამუდამოდ დაშორდი შენს ოჯახს, დარდითა და ტკივილით გულდამძიმებული, ძაძებით შემოსე შენი ოჯახის წევრები ახლობლები და მეგობრები, ჩვენო უიღბლო...“, - წერს შოთო სიხარულიძე.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული