მატჩს უყურებდა და მოულოდნელად დაიღუპა…” – ცნობილი ტელეწამყვანი გარდაიცვალა
საზოგადოების მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა “გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა.
“ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო”, – წერს აჭარის ტელევიზია სამძიმრის წერილში.
რა თავზარდამცემი ამბავია, მატჩს უყურებდა, და გული გაუსკდაო. თანაგიგრძნობთ, ბათუმელებო…“ – წერენ სოციალურ ქსელში.
“ასეთ ადამიანებზე ამბობენ უდროოდ მიდიანო, ასეთი ადამიანებით ლამაზდება ჩვენი ქალაქები თუ ქვეყანა, ასეთები ქმნიან ისტორიას და დიახ, გარდაიცვალა და დატოვა საუკუნოდ სათქმელი, რომ მისი ქვეყნის ნაკრების გოლი აღმოჩნდა მისი უკანასკნელი სიხარული!!! გოოოლ. ეს არის ბოლო მისი სიტყვა და ბოლო მისი სიხარული!!! შენს ქართულ გახეთქილ გულს ვენაცვალე ალე!!!უმაგრესი კაცი დაკარგა აჭარამ და ვგლოვობთ მთელი აჭარა“ – წერს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი