“ამ თემაზე ცხოვრებაში პირველად ვლაპარაკობ… არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ” – რას ამბობს მაია ასათიანი მიხეილ სააკაშვილის შესახებ

19-06-2024
10 794
Aa

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა “მთავარი არხის” ეთერში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და განაცხდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გადარჩეს.

“არ ჩამწიხლოთ ახლა და ქვები არ დამიშინოთ… ამ თემაზე ცხოვრებაში პირველად ვლაპარაკობ… გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ვუყურებთ… მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს. სირცხვილია იყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც ერთი პრეზიდენტი მოკლა და ახლა მეორესაც სიკვდილისკენ მიაქანებს” – ამის შესახებ მაია ასათიანმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

წყარო: mix.metronome.ge


FACEBOOK კომენტარები