ჯერ 5 თვის ნაყოფი დაკარგა, ახლა კი მისი გადარჩნენაც ვერ მოხერხდა
ორსული ქალი, ნანა ბასილია, რომელსაც 4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტომობილი დაეჯახა, გარდაიცვალა.
ინფორმაცია “სფეისნიუსს” ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
"ჯერ 5 თვის ნაყოფი დაიღუპა… შემდეგ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა. კლინიკაში დაიღუპა. სიკვდილს რამდენიმე დღე ებრძოდა და დამარცხდა",-ამბობს ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად, ახალაგაზრდა ქალმა ჯერ 5 თვის ნაყოფი დაკარგა. მას შემდეგ თავადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა…
წყარო: spnews.io
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული