"ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ ..." - ნანუკა ჟორჟოლიანი
"ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რაც ოდნავ მეტ ძალას მოგცემს. არც კი ვიცი ამ უსამართლობას როგორ უნდა გაუმკლავდე!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ტრაგედია დატრიალდა წუხელ ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში. მისი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული