”მერცხალივით ბიჭი დავკარგეთ, ეს რა ხდება… ვგლოვობთ…” – ვიკა ბუკია უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს

16-10-2024
805
Aa

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ელენე მეგრელიშვილისა და შოთიკო პეტრიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება:

“მერცხალივით ბიჭი, შოთიკო პეტრიაშვილი დავკრძალეთ დღეს. და ამ მზესავით გოგოსაც ვგლოვობთ. არ ვიცი რა ხდება ეს? როგორ უნდა გავუძლოთ ამ ლამაზი ახალგაზრდების ტრაგედიებს. როგორ უნდა ვანუგეშოთ მშობლები. ანაზე ვლოცულობ. ღმერთო, გადაარჩინე” – წერს ვიკა ბუკია

ცნობისთვის, პოლიტიკოსს, ალექსი პეტრიაშვილს, რამდენიმე დღის წინ უმცროსი ვაჟი შოთიკო პეტრიაშვილი ტრაგიკულად დაეღუპა.

ასევე ტრაგიკულად დაიღუპა ელენე მეგრელიშვილი, რომელიც კოალიცია “ცვლილებებისთვის” შტაბის წევრი იყო. ის კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

FACEBOOK კომენტარები