"მედიცინა დედაჩემის გამო ავირჩიე, მეათე კლასში ვიყავი სიმსივნე რომ დაუდგინდა..." - "ფეისბუქზე" პოპულარული ახალგაზრდა ექიმის უცნობი ცხოვრება

17-10-2024
102
Aa

ბოლო დროს მისი ფე­ის­ბუქ-ლექ­ცი­ე­ბი ათა­სო­ბით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და მის ახალ ვი­დე­ოს ყო­ველ დღე დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბი­ან. მის ვი­დე­ო­ებს ასი­ა­თა­სო­ბით, ზო­გი­ერთს კი მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა, ათა­სო­ბით გა­ზი­ა­რე­ბა და კო­მენ­ტა­რი აქვს, ახალ­გაზ­რდა ექი­მი უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს რჩე­ვებს აძ­ლევს, დის­ტან­ცი­უ­რად მკურ­ნა­ლობს და პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ემო­ცი­ე­ბის მარ­თვას ას­წავ­ლის.

ექი­მი გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე ონ­კო­ლო­გია, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის რე­ზი­დენ­ტი, ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს იმუ­ნო­ლო­გი­ა­ში, თბი­ლი­სის სა­მე­დი­ცი­ნო აკა­დე­მი­ა­ში ბი­ო­ქი­მი­ა­სა და ფარ­მა­კო­ლო­გი­ას ას­წავ­ლის სტუ­დენ­ტებს, ხოლო ქარ­თულ-ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში - ბი­ო­ქი­მი­ას.

კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბით შე­ა­ჩე­რა და პა­ცი­ენ­ტებ­ზე გა­და­ერ­თო სრუ­ლად. იმის­თვის რომ ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი ექი­მი ახ­ლოს გა­გაც­ნოთ, AMBEBI.GE-მ მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა:



- გი­ორ­გი, ამ­დენ საქ­მეს ერ­თად რო­გორ ას­წრებთ, არ გი­ჭირთ?

- ამ ყვე­ლა­ფერს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებ, რად­გან ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ასე­ვე ვარ მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და პე­და­გო­გი, ვამ­ზა­დებ სტუ­დენ­ტებს და ექი­მებს ამე­რი­კის სა­ლი­ცენ­ზიო გა­მოც­დე­ბის­თვის, ამას­თან, ჩვენს მო­მა­ვალ რე­ზი­დენ­ტებს შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დე­ბის­თვის.

- მე­დი­ცი­ნა რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- დე­და­ჩე­მის გამო. მე­ა­თე კლას­ში ვი­ყა­ვი, დე­დას იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნე და­უდ­გი­ნა - ჰო­ჯკი­ნის ლიმ­ფო­მა. ძა­ლი­ან მძი­მედ იყო. შე­სა­ბა­მის მე­დი­კა­მენ­ტებს და მკურ­ნა­ლო­ბას ვერ იღებ­და, რად­გან ფი­ნან­სუ­რად გვი­ჭირ­და, იმ პე­რი­ოდ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბაც ჭირ­და, ქე­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­ხუნ­ცეთ­ში ვცხოვ­რობ­დით და იქი­დან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მა სულ გვქონ­და. ამი­ტომ, გვი­წევ­და თვით­მკურ­ნა­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ასე გა­ტა­ნა.


- ალ­ბათ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბი ჰქონ­და...

- კი, იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის სიმ­სივ­ნის დროს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა ვე­ღარ იც­ვას ორ­გა­ნიზმს, ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა ვი­თარ­დე­ბა. ამი­ტომ ხში­რად ჰქონ­და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა, შუ­ა­ყუ­რის ან­თე­ბა, თავი თით­ქმის სულ სტკი­ო­და და ჩვენ­თან ყო­ველ­დღე სას­წრა­ფო იყო...

როცა ბავ­შვი ხარ და ამ ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ, ჯერ ძა­ლი­ან გა­ნიც­დი, რა­ღაც გზებს ეძებ, მაგ­რამ პა­ტა­რა ხარ და პრობ­ლე­მე­ბის პი­რის­პირ უძ­ლუ­რი ხდე­ბი... მოკ­ლედ, ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გა­ვა­კე­თე, გა­დავ­წყვი­ტე, ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები