შემთხვევა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა, მსახიობის უცნობი მხარე და სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს - ნიკო ნანიტაშვილის უცნობი ამბები

18-10-2024
199
Aa

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარი მსახიობი, იუმორისტი და ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილია, რომელმაც თავისი ცხოვრების საინტერესო დეტალზე ისაუბრა.

➡️ ვინ არის ნიკო ნანიტაშვილი... ერთი ჭიათურელი ბიჭი.

➡️ სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ… დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, მოდი მამა აქ.

➡️ ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხი… მგონია, რომ ზედმეტად ერთგული ვარ. 

➡️ ბავშვობის ოცნება... ფეხბურთელობა.

➡️ ჩემი ოჯახი… ჩემი ოჯახი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები არიან. შვილები, მშობლები, ბებიები, ბაბუები(მათ გამზარდეს და მათი ამაგი მთელი ცხოვრება გამყვება). ოჯახი ჩემთვის ძალიან დიდ სტატუსს ატარებს, მათ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ მე დღეს აქამდე მოვსულიყავი სწორ ადამიანად და გზიდან არ გადამეხვია. 

➡️ სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე… არის სტერეოტიპები, რასაც დღემდე ვებრძვი. საბოლოო ჯამში, ის ეტაპი რაც მარტომ გამოვიარე, სტუდენტობის დროს, მივიღე უდიდესი გამოცდილება, უფულოდ და უპუროდ ყოფნა და ამ დროს მომიწია სტერეოტიპების დანგრევა, რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით.

➡️ არასოდეს მავიწყდება... ბევრი რამ მავიწყდება, მაგრამ არასდროს მავიწყდება საყვარელი ადამიანები.

➡️ ბოლოს როდის და რაზე იტირეთ... ძალიან გულჩვილი ვარ, ყველაფერზე მეტირება, ფილმზეც. ბოლოსაც რაღაც ფილმზე ვიტირე. იშვიათი არ არის ჩემი ტირილი, ხშირად მიჩუყდება გული.

➡️  საუკეთესო გულშემატკივარი... ოჯახი. მათი გვერდში დგომა მაკეთებინებს ყველაფერს.

➡️ ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ… ტელეფონი.

➡️რა არის სიყვარული? ... ის ვიცი, რომ ერთი კონკრეტული რამ არ არის. სიყვარული არის ყურადღება, გახსენება, მონატრება. სიყვარული არის კრებითი სახელი, ეს არის გრძნობა, რაც სულ გიღიტინებს და სულ თან დაგდევს.

➡️როგორი მეუღლე ხარ?... ვცდილობ ვიყო კარგი, მაგრამ არ ვარ იდეალური. ვაღიარებ, რომ იდეალური არ ვარ, რადგან საკმაოდ რთული გრაფიკი მაქვს, გადარბენაზე ვარ სულ. ვცდილობ მოვახერხო დრო გამოვყო და მეუღლე სადმე წავიყვანო.

➡️ კითხვა, რომელიც მაღიზიანებს... ბოლო პერიოდში, სიტუაციიდან გამომდინარე, რომ თეატრს ჩამოვშორდი მისვამენ შეკითხვას - თეატრი არ გენატრება?  რა საკვირველია მენატრება, მიყვარს და თეატრი ჩემი პროფესიაა.

➡️ შემთხვევა, რომელმაც შეგცვალათ?... შვილების დაბადება. ამ სასწაულს ჩემი თვალებით შევესწარი.

➡️ ჩემი უცნობი მხარე, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს... მიყვარს კულინარია, სხვადასხვა საკრავზე ვუკრავ, სპორტითაც ვიყავი დაკავებული, პიროვნულობას რაც შეეხება, ხალხმა არ იცის, რომ ვარ ზედმეტად ნაღვლიანი. ვცდილობ არავის ვანახვო ჩემი პრობლემები. შენი პრობლემები უნდა დატოვო კულისებში და მაყურებელს ანახვო ის, რისი დანახვაც უნდა.

➡️წინა რესპონდენტმა მსახიობ ნატალია ყიფშიძემ დაგიტოვათ ასეთი შეკითხვა:

შენი ცხოვრება ფილმი რომ ყოფილიყო, ვინ იქნებოდა რეჟისორი?... ჩვენი ცხოვრების რეჟისორები ჩვენ თავად ვართ. ღმერთის შემდეგ ჩემი რეჟისორი ვარ მე.

➡️თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენ შემდეგ სტუმარს… რას ელოდები ყოველი მომდევნო დღიდან?

 ამავე თემაზე:

🔵„თამთა თამამი გოგოა და ძალიან თავდაჯერებული, ზუსტად იცის რაც უნდა ცხოვრებაში, მე ასეთი თამამი არ ვარ “- ბლიცინტერვიუ ლიკა შუკაკიძესთან

🔵ყველაზე დიდი შეცდომა, სკანდალური ჭორი და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა -  ბლიცინტერვიუ დევი ბიბილეიშვილთან

🔵როლი, რომელზეც უარს იტყოდა, სკანდალური ჭორი და შემთხვევა, რომელმაც შეცვალა - ბლიცინტერვიუ ეკო ფანგანთან


წყარო: digest.ge

FACEBOOK კომენტარები