„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

21-10-2024
1 850
Aa

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 12:00-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში - კიტოხი, ლუთხუბი, ბახანი, დუმაცხო, დიხჩო, ფასანაური, ჩოლაბაურები, თოთიაურნი და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 13:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში- ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, უკანა მხარი, ხანდო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

FACEBOOK კომენტარები