ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი "ლა­ვა­ს­ოღ­ლისთან" კავშირს აღარ მალავს - ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი სოციალურ ქსელში "კანონიერ ქურდთან" ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

22-10-2024
212
Aa

ბა­თუ­მე­ლი მო­დე­ლი ნი­ნი­კო ნა­ცა­რიშ­ვი­ლი წლე­ბის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­იც­ნო, რო­გორც მსა­ხი­ობ და ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის სა­ცო­ლე. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. ჯი­ბღაშ­ვი­ლი მა­ლე­ვე და­ო­ჯახ­და და ნარ­კო­ტი­კე­ბის სკან­და­ლის შემ­დეგ სა­ჯა­რო სივ­რცი­დან გაქ­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნი­კო ნა­ცა­რაშ­ვილს, მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შვილს ელო­დე­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ, რომ მისი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბა­თუ­მე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მინ­დია გო­რა­ძე, იგი­ვე "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გახ­ლდათ. თუმ­ცა უამ­რა­ვი კი­თხვის მი­უ­ხე­და­ვად ნი­ნი­კოს "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ცო­ლო­ბა ბავ­შვის შე­ძე­ნის შემ­დე­გაც არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

ამ ცოტა ხნის წინ, ნა­ცა­რაშ­ვილ­მა მინ­დია გო­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რი­თაც ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქა­ლის იდუ­მა­ლი მე­უღ­ლე სწო­რედ "ლა­ვა­ს­ოღ­ლია", და­დას­ტურ­და. სად არის სუ­რა­თი გა­და­ღე­ბუ­ლი უც­ნო­ბია. ცნო­ბი­ლია, ის, რომ "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" ამ­ჟა­მად ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ სის­ტე­მას ემა­ლე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, მინ­დია გო­რა­ძის კრი­მი­ნა­ლუ­რი ბი­ოგ­რა­ფია მო­ი­ცავ­და სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლებს, მათ შო­რის ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულს - ქურ­დო­ბას, რე­კეტ­სა და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებს. "ლა­ვა­ს­ოღ­ლი" გავ­ლე­ნი­ა­ნი ფი­გუ­რაა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვრცელ­დე­ბო­და ქვეყ­ნის გა­რე­თაც.

2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი მოლ­დო­ვა­ში და­ა­კა­ვეს. თუმ­ცა მა­ლე­ვე მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.

მინ­დია გო­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა საქ­მე­ზე, ჯამ­ში 22-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა და­უს­წრებ­ლად აქვს მის­ჯი­ლი.

კითხვის გაგრძელება

FACEBOOK კომენტარები