„გლოვობს ბათუმი, სიტყვებს ვერ ვპოულობ, ავირიე…“ - მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდა ბიჭს გლოვობენ

25-10-2024
598
Aa

გლოვობს ჩემი ბათუმი. გარდაიცვალა შოთა ცერცვაძე,- სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

როგორც მის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში ვკითხულობთ, ახლგაზრდა ბიჭის მოულოდნელი გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა მთელი ბათუმისთვის.

შოთო სიხარულიძის თქმით, შოთა ცერცვაძე გამორჩეული, უბოროტო, უკელთიშობილესი ადამიანი იყო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს შოთიკო ცერცვაძის ოჯახსა და ახლობლებს.

"შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი"

ქალბატონ ინგა, ვიზიარებ მწუხარებას თქვენი უკეთილშობილესი შვილის, შოთიკოს გარდაცვალების გამო უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს სადაც მართალნი განისვენებენ. თქვენ კი გამძლეობა და მხნეობა მოგმადლოთ… სიტყვებს ვერ ვპოულობ, ავირიე… გაგაძლიეროს უფალმა უტკბილესო ინგა. შენი ანგელოზი, იშვიათი, ყოველმხრივ გამორჩეული, საოცარი შოთიკო, მიწამ როგორ უნდა მიიღოს? ნუთუ მიწას არ შერცხვება მისი?

საშინელება, ენით გამოუთქმელი ტკივილი და უდიდესი ტრაგედიაა... როგორ არ მინდა დავიჯერო რომ ასეთი ანგელოზები ასე უდროოდ იმკვიდრებენ ადგილს ცათა სასუფეველში...

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ამ ტრაგედიას სახელი არ აქვს.... აქ სიტყვები ძალას კარგავენ... გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული შოთიკო ღმერთმა მისცეს მის დედას გამძლეობა, ამ ტკივილს გაუძლოს. კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ზეციურ სამყაროს... შოთიკო ცერცვაძე“,-წერს შოთო სიხარულიძე.

FACEBOOK კომენტარები