„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

28-10-2024
403
Aa

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, საშაბურო, ბოდორნა, კოჭობა, თხილიანა, ანანური, ცივწყარო, თანდილაანთკარი, ფიტავი, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 18:30 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში: მენესო, ჭართალი. 12:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული