"ჩემი ყოფილი ცოლი? მგონი ელიავაზეა" - რას ამბობს გია სურამელაშვილი ყოფილ ცოლზე
ამ ინტერვიუში გია სურამელაშვილი თავის ყოფილ ცოლზე საუბრობს.
აქვე გთავაზობთ ამონარიდს მისი ინტერვიუდან:
"ჩემი ყოფილი ცოლი? მგონი ელიავაზეა, მანქანის დაშლილ ნაწილებს ყიდის. ეს ადამიანი სახეზეც აღარ მახსოვს, როგორია. ჩვენ სხვადასხვა გზით დავდივართ. მე ელიავაზე ვერ შევალ. გვარი არ აქვს მაიას. ჩემს გვარზე იყო და დღემდე ჩემს გვარზეა. არ ჰქონია გვარი. ჩვენ შორის ყველაფერი 20 წლის წინ დამთავრდა. სწორედ რომ ცინიზმის ღირსია ჩემგან. ვცემდი, ღირსი იყო და ვცემდი. იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებდი, როგორი საქციელი იყო ეს ჩემი მხრიდან. ღირსი იყო და ვცემდი, სულ ვცემდი, ფეხმძიმეც მიცემია.
ძმა და მამა რომ ჰყოლოდა, დაუმატებდნენ კიდევ. სამაგიეროდ, დედა სცემდა. მე მართალი ვიყავი მაიასთან და ეს იცოდა ჩემმა სიდედრმა, მაგარი სიდედრი მყავდა. ძალიან ვუყვარდი. პოპულარობის ზენიტში უკვე მყავდა ცოლი, ჩემი კონცერტის პარალელურად ატარებდა კონცერტს ფილარმონიის დარბაზში. გოგონებს სცემდა, ნუ კოცნით ჩემს ქმარსო", - ამბობს მომღერალი.