რა უნდა გაითვალისწინონ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებმა: გაფრთხილება

01-11-2024
346
Aa

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ნოემბერს, 13:00-დან 13:40 საათამდე დროებით შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება თბილისში, სოფელ დიღომში, ცამეტი ასურელი მამის, ილია შეყლაშვილის, ჩარგალეთისა და მიმდებარე ქუჩებზე.


15:00-დან 15:45 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება სოფელ დიღომში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;


17:00-დან 17:50 საათამდე – სოფელ დიღომში, თელოვანში.


4 ნოემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე დროებით შეჩერდება დუშეთის რაიონის სოფლებში: ჟინვალში, ანანურში, ჩინთში, არანისსა და დგნალში;


10:30-დან 18:30 საათამდე – სოფელ გლდანში, სამრეწველო ზონასა და ზაჰესის ტერიტორიაზე.


სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

FACEBOOK კომენტარები