“როგორც ქართველი ქართველებს გიპასუხებთ, სულელი ცხვრები ხართ”- თინა კანდელაკი

06-11-2024
165
Aa

პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, ქართველი გულშემატკივრებს, რომლებმაც დორტმუნდში, მატჩის მსვლელობისას „პუტინ ხუილო” შესძახეს, პასუხობს და ამბობს:

“ეს ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მაგალითზე გაყოლა და ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს. ამიტომ, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ბინძური და ვულგარული, ადრე არ მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა გამბედაობის მწვერვალია. როგორც ქართველი ქართველებს, მე გიპასუხებთ – სულელი ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ”-წერს პუტინის რუპორი.

არხმა „მატჩ-TV-მ” ქართველი ქომაგების შეძახილი „პუტინ ხუილო“ პირდაპირ ეთერში აჩვენა, შემდეგ კი ვიდეოჩანაწერიდან ეს ნაწილი ჯერ გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა, ოღონდ უხმოდ.

FACEBOOK კომენტარები