როგორ დაიკლო ნინო ჩხეიძემ ერთ თვეში 6 კილოგრამი: „წლების წინ გავიკეთე ტუჩი და ვნანობ, მოვხვდი არაპროფესიონალთან და მას ვენდე…“

06-11-2024
113
Aa

ნინო ჩხეიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავის მოვლის თემაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ დღეში ერთხელ მიირთმევს: „ამოვიღე შაქარი და ცომს საერთოდ არ ვჭამ. ვსვამ უშაქრო ყავას და ჩაის. ჩემს შემთხვევაში ამან ყველაზე მეტად გაამართლა და შედეგიანი აღმოჩნდა. ჩემი დღეში ერთჯერადი კვების ძირითადი მენიუა წიწიბურა, კვერცხი და ერთი ნაჭერი ყველი. როცა მომშივდება, მაშინ ვჭამ და ერთ თვეში 6 კილო დავიკელი. რასაკვირველია, არავის მოვუწოდებ მსგავს კვებას და ალბათ, არც სწორია, მაგრამ ჩემმა ორგანიზმმა ახლა ასე მომთხოვა…“

ამავე ინტერვიუში მომღერალი ამბობს, რომ წლების მატებასთან ერთად საკუთარი თავი უფრო მოსწონს:

„რაც წლები მემატება, უფრო და უფრო მომწონს ჩემი თავი და გარეგნობა, ვერ ვიტყვი, ოცი წლის ასაკში უფრო კარგი სახის კანი მქონდა, ვიდრე ახლა-მეთქი. ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ სახის მასაჟი საოცრად მოქმედებს კანზე და დადებითი შედეგები აქვს. ბოლო წელია, ვიკეთებ და ძალიან კმაყოფილი ვარ.

ერთადერთი, რასაც ვნანობ, ისაა, რომ წლების წინ გავიკეთე ტუჩი, უფრო სწორად, მოვხვდი სპეციალისტთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ რატომღაც მჭირდებოდა ტუჩის გადიდება და გამიკეთა ბიოპოლიმერი. დღემდე მაქვს და ძალიან არ მომწონს. ეს ჩემი არჩევანი არ იყო, ეს იყო არაპროფესიონალის არჩევანი. ეს პრეპარატი არ გაიწოვება, ქირურგიულად ხდება მისი ამოღება, რაც საკმაოდ რთულია. თავს ვიდანაშაულებ, რომ ვენდე, სუსტად მოვიქეცი და მივეცი ექიმს ჩემზე ექსპერიმენტის გაკეთების უფლება…“

FACEBOOK კომენტარები