“მოსალოდნელია თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი…” – ამინდი გაუარესდება

16-11-2024
1 140
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ხვალ, 16 ნოემბერს, საქართველოში ამინდი გაუარესდება.
ამინდის პროგნოზის მიხედვით:


  • დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალ მთიან ზონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.
  • საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია დასავლეთის ძლიერი ქარი, ხოლო ზღვაზე შტორმული ღელვა 4 ბალის სიმძლავრით.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება. ასევე, გორაკ-ბორცვიან და მთიან რეგიონებში შესაძლებელია მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

FACEBOOK კომენტარები