ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – სინოპტიკოსების გაფრთხილება ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – სინოპტიკოსების გაფრთხილება » დროული ინფორმაცია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

23-11-2024
1 912
Aa

24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანაპირო ზონებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძლიერი წვიმას, ელჭექს და ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმს. მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ხოლო ქვეყნის უმეტეს ნაწილზე დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება და გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება.


25 ნოემბრიდან: ჰაერის ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაეცემა.


26-28 ნოემბერი: ქვეყნის უმეტეს ნაწილზე ნალექია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში ძირითადად თოვლის სახით. ზოგან შესაძლოა თოვლმა ძლიერად იწვიმოს, მაღალმთიან რაიონებში კი მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.


შექმნილი ამინდის პირობების გამო, შესაძლოა საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ქარბუქის გამო საფრთხის დონე საშუალოდ ფასდება.


გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები და გაითვალისწინოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები.

FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული