“ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება” - დღეიდან ამინდი მკვეთრად იცვლება “ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება” - დღეიდან ამინდი მკვეთრად იცვლება » დროული ინფორმაცია “ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება” - დღეიდან ამინდი მკვეთრად იცვლება

“ქარბუქი, ნისლი, ზვავსაშიშროება” - დღეიდან ამინდი მკვეთრად იცვლება

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
25-11-2024
2 483
Aa

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

"26-28 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


FACEBOOK კომენტარები