წვიმა ძლიერ ქართან ერთად და გზებზე ლიპყინული” – მეტეოროლოგის გაფრთხილება წვიმა ძლიერ ქართან ერთად და გზებზე ლიპყინული” – მეტეოროლოგის გაფრთხილება » დროული ინფორმაცია წვიმა ძლიერ ქართან ერთად და გზებზე ლიპყინული” – მეტეოროლოგის გაფრთხილება

წვიმა ძლიერ ქართან ერთად და გზებზე ლიპყინული” – მეტეოროლოგის გაფრთხილება

26-11-2024
568
Aa

მეტეოროლოგმა კობა ფარტენაძემ სოციალური ქსელით განახლებული ამინდის პროგნოზი გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ ცივმა ატმოსფერულმა ფრონტმა საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრი აცივება და ნალექი გამოიწვია. მისი თქმით, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 10-15 გრადუსით დაეცა, ხოლო შაბათს თბილი ამინდი კლიმატური რეკორდებითაც გამოირჩეოდა. მაგალითად, ბათუმში, სადაც 1987 წლის 23 ნოემბერს +25 გრადუსი დაფიქსირდა, წელს კი ამავე დღეს ტემპერატურამ +26.7°C-ს მიაღწია.


უახლოესი დღეების პროგნოზი:


  • 26 ნოემბერი: ნალექი შესუსტდება და დღის განმავლობაში ხანმოკლე გამოდარებაა მოსალოდნელი.
  • 27-29 ნოემბერი: კვლავ ძალაში რჩება უამინდობის გაფრთხილება. მოსალოდნელია ინტენსიური წვიმა მთელ ქვეყანაში, ძლიერი ქარი (17-22 მ/წმ), მთიან რეგიონებში კი – ძლიერი თოვლი და ქარბუქი. 700 მეტრის ზემოთ შესაძლებელია სველი თოვლის შეწებება საჰაერო ხაზებზე და ლიპყინულის გაჩენა გზებზე.

როგორც პროგნოზიდან ჩანს, მომდევნო დღეებში ამინდი კვლავ არასტაბილური იქნება, კლიმატურ ნორმებთან ახლოს ან ოდნავ დაბალი ტემპერატურით. ნოემბრისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექი გაგრძელდება.

FACEBOOK კომენტარები