სარეკლამო სივრცე
თქვენი რეკლამის ადგილი
"მახარას" გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავებია, რა გიმტკიცოთ? რომ "იმედზე" ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის!" - ნანუკა გულუა "მახარას" გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავებია, რა გიმტკიცოთ? რომ "იმედზე" ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის!" - ნანუკა გულუა » დროული ინფორმაცია "მახარას" გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავებია, რა გიმტკიცოთ? რომ "იმედზე" ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის!" - ნანუკა გულუა

"მახარას" გახეთქილი თავის დანახვა ძალიან მტკივნეული იყო, გიორგის სიცოცხლე ჩვენი, ყველას ნალოლიავებია, რა გიმტკიცოთ? რომ "იმედზე" ვმუშაობთ, თუმცა ადამიანები ვართ?! ვიცი სადაც ვმუშაობ და სულაც არ მრცხვენია ამის!" - ნანუკა გულუა

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი ...
08-12-2024
365
Aa

"მა­ხა­რას" გა­ხეთ­ქი­ლი თა­ვის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო, გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე ჩვე­ნი, ყვე­ლას ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბია, რა გიმ­ტკი­ცოთ? რომ "იმედ­ზე" ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ?! ვიცი სა­დაც ვმუ­შა­ობ და სუ­ლაც არ მრცხვე­ნია ამის", - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი ნა­ნუ­კა გუ­ლუა წერს.

"დღეს ჩემი ცხოვ­რე­ბის სა­ჩუქ­რის, იკუ­ნას და­ბა­დე­ბის დღეა… ბუშ­ტიც არ მი­ყი­დია, ტორტზე და სხვა სა­დღე­სას­წა­უ­ლო ნივ­თებ­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია, დი­ლამ­დე არც გამ­ხსე­ნე­ბი.

იმას, რა­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით მხა­რე არ აქვს, რაც ჩვენს თავს ხდე­ბა სა­ერ­თო ჯო­ჯო­ხე­თია!

მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა კად­რი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ტი­რის, სტკი­ვა და გა­ნიც­დის - მა­ნად­გუ­რებს! ჩემი მე­გო­ბა­რი "მა­ხა­რას" გა­ხეთ­ქი­ლი თა­ვის და­ნახ­ვა ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი იყო ჩემ­თვის, გი­ორ­გის სი­ცო­ცხლე ჩვე­ნი, ყვე­ლას ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი და ნა­ფე­რე­ბია და მისი ხელ­ყო­ფის უფ­ლე­ბაც არა­ვის აქვს!

ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი,მე და ჩემს მუც­ლად მყოფ შვილს, ფი­ზი­კუ­რად, ჯან­მრთე­ლო­ბის ფა­სად გვეტ­კი­ნა...!

რა გიმ­ტკი­ცოთ? ის რომ "იმედ­ზე" ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ?! ვიცი სა­დაც ვმუ­შა­ობ და სუ­ლაც არ მრცხვე­ნია ამის! არც ვინ­მე მა­ძა­ლებს რა­მეს, პი­რი­ქით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ და მჯე­რა და მწამს მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის!

მეც მწყინს თქვე­ნი სას­ტი­კი მე­სი­ჯე­ბი, რო­მელ­საც ვი­ღებ, მეც მწყინს ჩემი მე­გობ­რე­ბის ლა­ი­ქე­ბი სტა­ტუ­სებ­ზე სა­დაც მა­ბუ­ლინ­გე­ბენ, მეც მწყინს, რომ სა­დაც უსა­მარ­თლოდ “მა­სა­მარ­თლე­ბენ”- თქვენ დუმ­ხართ,მეც მწყინს, რომ "იმედ­ზე" მო­მუ­შა­ვეს ყვე­ლას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ზი­ზღით ახ­სე­ნებთ, მეც მწყინს ,რომ ორ­სულს იმ­დე­ნად და­უნ­დობ­ლად მექ­ცე­ვით რომ სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გის სა­შიშ­რო­ე­ბაც არ გა­ღელ­ვებთ - მაგ­რამ მეს­მის!

ისე­თი ემო­ცი­უ­რი ფონი გვაქვს, ვერ ვსა­ზღვრავთ რა­ღა­ცებს…ადა­მი­ა­ნე­ბი ვდუმ­ვართ, იმი­ტომ რომ გვე­ში­ნია თუ მა­თე­მა­ტი­კუ­რი სი­ზუს­ტით არ გა­და­ვი­წერთ თქვენ­გან აზრს კო­ლექ­ტი­უ­რად დაგ­ვე­სე­ვით, თუ აზრს ითხოვთ - პა­ტი­ვი ეცით!

მე­გობ­რე­ბო, დღეს თუ ხვალ ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა, დავ­მშვიდ­დე­ბით, დავ­წყნარ­დე­ბით და ვე­ცა­დოთ სახე ისე არ დავ­კარ­გოთ, რომ ერ­თმა­ნეთს თვა­ლებ­ში ვე­ღარ შევ­ხე­დოთ … ღმერ­თო დაგ­ვი­ფა­რე გთხოვ!" - წერს ნა­ნუ­კა გუ­ლუა.

FACEBOOK კომენტარები