არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი პირად მიმოწერას რომ ვყვები, მაგრამ - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
"არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი პირად მიმოწერას რომ ვყვები, მაგრამ ნიკა კაცია თითქმის ყოველ დღე ითხოვდა ფინანსურ დახმარებას.
საუბარია 20,25 ლარზე. კვების ფულზე მეგობრებო. ამ ბიჭზე ამბობენ, სახლში ნარკოტიკი ჰქონდაო. უფრო მეტიც, ყიდდაო!
გაწირეს ბრალისთვის, რომელიც სამუდამოს ითვალისწინებს.
ამათ ქმედებებში ლოგიკას ნუ ეძებთ. სპეციალურად რენდომ იჭერენ ხალხს. ესაა კგბ-ს მეთოდი (თეონა ბაღდავაძე კარგად ახსენი შენ)...
რატომ დააკავეს აღარ ვიკითხოთ. იმიტომ რომ პასუხი ერთია, რეპრესიები, რუსული მეთოდით" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.
ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა.
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული