თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა.. ხათუნა ჟორდანიას მოულოდნელი ფოსტი თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა.. ხათუნა ჟორდანიას მოულოდნელი ფოსტი » დროული ინფორმაცია თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა.. ხათუნა ჟორდანიას მოულოდნელი ფოსტი

თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა.. ხათუნა ჟორდანიას მოულოდნელი ფოსტი

23-12-2024
160
Aa

მომღერალ ნინი ქარსელაძის დედა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის, ზურა ხაჩიძის მეუღლე ხათუნა ჟორდანია, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, სადაც ნინი ქარსელაძის მიმართ „ბულინგთან“ დაკავშირებით საუბრობს.

ჟორდანია მკვლელებს უწოდებს ადამიანებს, რომლებიც ქარსელაძის „ქართული ოცნების“ და ქვეყანაში მიმდინარე ამბების ფონზე გამართულ, საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობას აკრიტიკებს.

„არ მინდოდა არანაირი სტატუსის დაწერა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რატომ?

მოვერიდე ბულინგს, ავირიდე შეურაცხყოფების კასკადი, რომლითაც ასე “გვანებივრებს” საზოგადოების გარკვეული ნაწილი.

 ჰოდა, მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილ-ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!!!

თქვენ, ერთხელ უკვე ცადეთ ჩემი მოკვლა, როცა ჩემი შვილი და ოჯახი, ჩართული იყო, აწ უკვე თქვენი საყვარელი ლიდერის და ერთადერთი იმედის- სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში. დიახაც, ჩემი შვილის მიმართ, თქვენმა აგრესიამ და ბულინგმა დამმართა სიმსივნე!!!! დიახ, ჩემმა ფსიქიკამ და ორგანიზმმა, ვერ გაუძლო, მაშინდელ თქვენს თავდასხმებს. გადავრჩი  ღმერთის, ჩემი შვილის, ოჯახის, უამრავი მეგობრის და მათ შორის-ბიძინა ივანიშვილის წყალობით. მისი  მადლიერი ვიქნებით მე და

ჩემი ოჯახი,  სიცოცხლის ბოლო წუთამდე!!!!

რაც შეეხება გამოგონილ ნინის სტატუსს, რომელსაც დააფრიალებთ, კედლიდან კედელზე. დიახ, ნინი იღებს მონაწილეობას, ბევრ სხვა მომღერალთან ერთად, საახალწლო ღონისძიებებში, რომელიც იმართება რეგიონებში და ბევრ სიყვარულს ჩუქნის, განსაკუთრებით ბავშვებს, ვისაც გულით უხარია ახალი წელი.

 ხელები შორს, ჩემი შვილისგან!!!! განსაკუთრებით- დედაკაცებო, ეკლესიის ფონზე, შვილიშვილებთან ერთად ფოტოებით!!!! თქვენი ბოღმა, ბოროტება, თქვენს ოჯახში დაიტოვეთ!!!

 და ბოლოს!!!!!

ამ დედამიწაზე, ყველაზე კარგი შვილი მყავს, სიკეთით, სიყვარულით სავსე!

ნინი ქარსელაძე- მიყვარხარ და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, ღმერთს მადლობას შევწირავ, რომ შენი თავი გამომიგზავნა!!!!

ვამაყობ შენით, ჩემო ❤”, – წერს ჟორდანია.

FACEBOOK კომენტარები