"მერვე წელია ურთიერთობაში ვარ ადამიანთან, რომელიც ძალიან მიყვარს... როგორც ირაკლისთან, ახლაც ხელი არ მომიწერია" - ქეთათო პოპიაშვილი პირად ცხოვრებაზე

28-06-2024
2 591
Aa

ქეთათო პოპიაშვილიეკა ჩხეიძის გადაცემაში „პირველი სტუდია“ პირად ურთიერთობაზე საუბრობს. მუსიკოსის თქმით, ის და მისი საყვარელი მამაკაცი რვა წელია ერთად არიან. ხან შორდებიან, მერე ისევ რიგდებიან. გადაცემაში პარტნიორის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა ორი წლის წინ ბაია დვალიშვილთან გადაცემაში გივიკო ფანცულაიაზე პირველად ისაუბრა საჯაროდ...

- წლებია მაქვს გარკვეული ურთიერთობა. მეგობარია თუ ცხოვრების თანამგზავრია, ხან ვშორდებით, ხან ვრიგდებით, მაგრამ ახლა ისე გამოვიდა, რომ უერთმანეთოდ ვერ ვართ. არაფრის სტატუსს არ ვინარჩუნებ. როგორც თავიდან არ წავსულვარ და ირაკლისთან ხელი არ მომიწერია, ახლაც ასეა.


- ირაკლიზე დღემდე ისეთი სიყვარულით ლაპარაკობ, არ ეჭვიანობს?


- ირაკლიზე ბევრი ადამიანი ლაპარაკობს სიყვარულით. ვაფასებ ადამიანს რომელიც ამ უამრავ ნიუანს იღებს. ეს ჩემთვის უკვე ძალიან დასაფასებელია. ის თავისთავად არის გამორჩეული ყველა სხვა ადამიანისგან ჩემთვის. განაგრძეთ კითხვა


FACEBOOK კომენტარები