"მეგობრებო, რამდენიმე წყაროსგან მივიღე ............."- რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ე.წ. სტრატკომის მიერ გაკეთებული უახლესი კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
"მეგობრებო, რამდენიმე წყაროსგან მივიღე უახლესი კვლევა, რომელიც ე.წ. სტრატკომმა გააკეთა (იანვრის მეორე ნახევარში ჩატარდა ველი).
გამოქვეყნებას არ აპირებენო.
მე ვაპირებ.
(დემოკრატიული ცვლილება ინფორმირებულ მოქალაქეზე დგას)
21:00 საათზე დეტალურად მიმოვიხილავ საზოგადოების განწყობებს ამ კვლევის მიხედვით.
ეგებ დამკვეთებსაც ვასწავლო კითხვა და ქვეყნის დამღუპველი, ტრაგიკული
შეცდომები, როგორიცაა ომის შიშის იგნორირება, შემდეგ რაუნდში თავიდან ავიცილოთ."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში
FACEBOOK კომენტარები
რეკომენდირებული