გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე » დროული ინფორმაცია გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე

გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე

Ad Banner 468x90 თქვენი რეკლამის ადგილი 30s
27-03-2025
707
Aa

გარდაიცვალა ცნობილი მოსამართლე გელა ქირია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თბილისის სააპელაციო სასამართლო ავრცელებს.

„თბილისის სააპელაციო სასამართლო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამავე სასამართლოს მოსამართლის ბატონი გელა ქირიას გარდაცვალების გამო.

ბატონი გელა მრავალი წლის განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი თავდადებით, ემსახურებოდა ქართულ მართლმსაჯულებას, ღირსეულად ასრულებდა მოსამართლის უფლებამოსილებას, იყო სამაგალითო კოლეგა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამორჩეული ადამიანი.


მისი გარდაცვალება უმძიმესი დანაკარგია ჩვენი სასამართლოსთვის და ქართული მართლმსაჯულების სისტემისთვის.

ვუსამძიმრებთ ბატონი გელა ქირიას ოჯახის წევრებს, კოლეგებს, ახლობლებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

FACEBOOK კომენტარები