„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივლისს, 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: თვალივი, ნეძიხი, შარახევი, წიფრანი, ხილიანა და მიმდებარედ.
11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კარიბჭის, ჯავახიშვილის, ერეკლე 2-ის, მრევლიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიონი, ქვემო ნაქალაქარი, ყუდრო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მუგუდა, ჭართალი, წითლანა, ზენუბანი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, ჩალიპირებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.