საგამოძიებო უწყებაში დამიბარეს... რას წერს გიორგი ნაზღაიძე

19-03-2026
1 498
Aa

საგამოძიებო უწყებაში დამიბარეს სალომე გოგიაშვილისა და ლიანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით" | წერს სოციალურ ქსელში გადაცემა "სარკასტიკას" წამყვანი გიორგი ნაზღაიძე. გავრცელებულ ვიდეოში ის ყვება, რომ სალომე გოგიაშვილი მათი გადაცემის მომდევნო სტუმარია და ეჭვობს, რომ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარება სწორედ ამას უკავშირდება 
💬 "მე თვითონ მეცინება ამ ყველაფერზე, თუმცა საინტერესოა, რა იქნება... ვერ გავიგე, ამ ამბავში მე რა შუაში ვარ" | თქვა მან 
🔻 ლიკა შენგელიამ 2025 წლის 10 აგვისტოს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც სალომე გოგიაშვილს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დასდო ბრალი. მან დაწერა, რომ გოგიაშვილმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, თავში ჩაქუჩი ჩაარტყა, რაც, მისი თქმით, იმდენად მძიმე იყო, რომ გონებაც კი დაკარგა. შენგელიას Facebook-პოსტის პასუხად გოგიაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში ჩივილს აპირებდა, მოგვიანებით კი საჩივარი პოლიციაში შეიტანა

FACEBOOK კომენტარები