ძალიან პირადი რაღაცებია, მაგრამ უნდა გავიხსენო.... არავინ არაფერი არ იცოდა - ლაშა ჟვანიამ პატრიარქის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობი ისტორია გაიხსენა
"ძალიან პირადი რაღაცებია, მაგრამ ალბათ, უნდა გავიხსენო... 2010 წელი იყო... როცა რაღაც მიჭირდა, ვერიდებოდი ხოლმე. 1 თვე არ გამოვჩნდი მასთან. ეკონომიურადაც გარკვეული პრობლემები მქონდა. ლურჯ მონასტერში მივიდა მაშინ, მეც მივედი. პარაკლისის შემდეგ რომ გამოვიდა, კურთხევაზე არ მივედი, შორს ვიყავი. ადამიანი გამომიგზავნა, უწმინდესი გეძახისო. მანამდე სანამ გამოვიდოდა, გავიფიქრე, უწმინდესმა 1 თეთრი რომ მომცეს, რამდენ პრობლემას მომხისნის-თქო, ჩემად გავიფიქრე, მეტი არაფერი არ მითქვამს....
უწმინდესმა მანქანაში ჩამისვა, ჩაი დავლიოთო. შუა ვახშმის დროს ადგა, გავიდა, მონაზონი გამოაგზავნა და მითხრა, უწმინდესი გიხმობს თავისთანო. შევედი და უწმინდესს კონვერტი ჰქონდა მომზადებული 1000 ევროთი, კონვერტის გარდა ბეჭედი ჰქონდა მომზადებული - ეს დედასო და კულონი, ეს მეუღლესო. არავინ არ იცოდა არაფერი, აბსოლუტურად საერთოდ" - ამის შესახებ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.



