ექიმის საგანგებო გაფრთხილება მშობლებს - "მისი მიღება ბავშვებში იწვევს როგორც ორგანულ, ასევე ფსიქიურ პრობლემებს"
ბავშვებისთვის ყველაზე გემრიელ, სასურველ და ტკბილ ჯილდოს - ფერად ტკბილეულს სუპერმარკეტებში მრავლად შეხვდებით. აღმოჩნდა რომ მიმზიდველი ტკბილი ჯანმთელობისთვის საფრთხისშემცველია.
ბისკვიტები— ეს არის ის პროდუქტი, რომელიც თითქმის ყველა ბავშვის ყოველდღიური რაციონის ნაწილია. ისინი მარტივი, ხელმისაწვდომი და გემრიელი წასახემსებელია. თუმცა, რაც უფრო ხშირად ვუბრუნდებით ამ პროდუქტს, მით უფრო აქტუალური ხდება კითხვა — ნამდვილად ვიცით კი, რას ვაჭმევთ ბავშვებს?
საკვების ინდუსტრია სწრაფად ვითარდება, ტრადიციული, ნატურალური და ხელით მომზადებული ბისკვიტები თითქმის მთლიანად ჩანაცვლებულია მასობრივი წარმოების პროდუქტებით. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი გემოთი შესაძლოა მიმზიდველი იყოს, მათი შემადგენლობა კითხვებს მაინც ბადებს.
ძირითადი ინგრედიენტები — რა იმალება ბისკვიტში?
თუ ნებისმიერ შეფუთულ ბისკვიტს დავაკვირდებით, პირველ რიგში თვალში გვხვდება შაქარი და მცენარეული ცხიმი.
ბისკვიტების უმეტესობა შეიცავს საკმაოდ დიდ რაოდენობას — დაახლოებით 20-30% — შაქარს. ეს კი პირდაპირ კავშირშია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა კარიესი, ენერგიის სწრაფი დაცემა, დამოკიდებულება ტკბილზე და ჭარბი წონა.
განსაკუთრებით საყურადღებოა სიმინდის სიროფი, მაღალი ფრუქტოზის შემცველი დამატკბობლები. ეს ნივთიერებები ბევრად უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში და ზრდის ინსულინის დონეს, რაც დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ რისკებს ქმნის.
წყარო palitravideo.ge



