ცოცხალმა ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს წერდნენ ჩემს მეუღლეს - რა თქვა კახა კალაძემ პირდაპირ ეთერში

02-04-2026
40
Aa

"მუდმივად ჩემ წინააღმდეგ სიცრუე, ტყუილი, ცილისწამება… ყველაფერი იკადრეს ჩემ მიმართ. ყველაფერი, ოჯახის მიმართ, იმდენ სიბინძურეებს საუბრობდნენ... უბრალოდ წარმოუდგენელია, ცოცხალმა ადამიანმა რომ ნახოს, რა მესიჯებს წერდნენ ჩემს მეუღლეს: რომ მე უნდა გამშორებოდა აუცილებლად, ვითომ რაღაცა კუბოები, რაღაცა სისულელეები... წარმოუდგენელია უბრალოდ - ეს არის ბოროტება, ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენოს და ადამიანი შანტაჟის ქვეშ ამყოფოს და ა.შ. ვარ უბედნიერესი ადამიანი, მყავს ძალიან კარგი ოჯახი, ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები... ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც გამაჩნია, არის ქართველი ხალხის სიყვარული და დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ეს შემთხვევით არ მოსულა, ამას წლები ვაშენებდი" - თქვა კახა კალაძემ ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის ეთერში



FACEBOOK კომენტარები